სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორის 9 წლის ლუკა დუდაშვილი და 18 წლის სამირა ისაევაცაა

06.08.23 15:09
სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორის 9 წლის ლუკა დუდაშვილი და 18 წლის სამირა ისაევაცაა

შოვში ტრაგიკულად გარდაცვლილებს შორის 9 წლის ლუკა დუდაშვილიცაა. ცხედარი ახლა ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მაშველები ამ დრომდე ცდილობენ იპოვონ ლუკას დედა ნატო ჭელიძე და მისი კიდევ ორი შვილი - ანდრია და ანასტასია. 

ლუკა დუდაშვილი სწორედ იმ მამაკაცის შვილია, რომელიც ორი დღის წინ მეუღლის და სამი შვილის პოვნას ითხოვდა. 

ირკვევა, რომ 3 აგვისტოს სტიქიას შეეწირა 18 წლის სამირა ისაევაც. გოგონა რუსთავიდან რაჭაში დასასვნებელად იყო ჩასული.

მსგავსი სიახლეები