როგორ უმკლავდებიან სტიქიებს ევროპული ქვეყნები - რას ამბობენ ექსპერტები

06.08.23 15:48
როგორ უმკლავდებიან სტიქიებს ევროპული ქვეყნები - რას ამბობენ ექსპერტები

როგორ უმკალავდება სტიქიებს ევროპული ქვეყნები და როგორ იცავენ ბუნებრივი კატაკლიზმებისგან მოსახლეობას? - გამაფრთხილებელი შეტყობინებები არამხოლოდ სამთავრობო უწყებებს, არამედ მოსახლეობას ტელეფონზე ეგზავნება, რაც სიკვდილის შემთხვევებს გამორიცხავს.  მთებსა და ხეობებზე დამონტაჟებული სპეციალური სენსორების სიგნალისთანავ, საფრთხის ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია ხდება. 

ექსპერტები ამბობენ, რომ ბუნებრივი კატაკლიზმების შესახებ ინფორმაციის მოპოვება საქართველოშიც მარტივია. ასეთია გარემოს ეროვნული სააგენტო, რომელმაც შოვში დატრიალებულ ტრაგედიამდე მეწყერის ჩამოწოლის საშიშროების შესახებ ინფორმაცია ერთი დღით ადრე გამოაქვეყნა, თუმცა ხელისუფლებამ ის უგულებელყო. 

ევროპულ სახელმწიფოებში არი სპეციალური რიცხვითი ხაზის მაგვარი შკალა, რაც ზომავს სტიქიური მოვლენის სერიოზულობას, რამდენად მძმე შედეგები შეიძლება ამან მოიტანოს. ჩვენთან ეს ხდება ზოგადი შეტყობინებით. თუნდაც საინფორკაციო სააგენტოებს როდესაც გადასცემს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრი ამ ინფორმაციას, გადასცემს ზოგად შეტყობინებას, რომ მოსალოდნელია ძლიერი ნალექი და შეიძლება გავითარდეს მეწყერი. ეს „შეიძლება“ ტოვებს ფანჯარას, რომ ეს არ მოხდება. მაგრამ ეს არის, ვთქვათ 20%, 80%-ით გავითარდება. შესაბამისად, ეს 20% 50/50-ზეც რომ იყოს, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები და კი ბატონო, ევაკუაცია განახორციელოს. როდესაც გავრცელდა სოციალურ ქსელში საქართელოს ღვარცოფების რუკა, მთელი ჩრდილოეთ საქართველო, ისევე როგორ კახეთი კავასიონის მიდამოები არის გაშავებული ანუ ძალიან დიდია რისკი აქ ღავრცოფის. აქედან გამომდინარე ქვეყანა უნდა იყოს მზად, - ამბობს ექსპერტი. 

 

მსგავსი სიახლეები