როგორ იბრძოდნენ გადასარჩენად - შოვის სტიქიას გადარჩენილების შემზარავი ისტორიები
გადარჩენილების ისტორიები და საშინელებათა ფილმის სცენარით გავითარებული მოვლენები - სტიქიასთან საკუთარი ძალებით მებრძოლები 3 აგვისტოს დამანგრეველ შემზარავ მოვლენებს იხსენებენ. მეწყერში მოყოლილები სამშვიდობოს გასვლას მხრებზე მოკიდებული შვილებით და ოჯახის წევრებით ცდილობდნენ, მაგრამ ქვა, ღორღი და წყალი მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. ლაფში იძირებოდნენ, ამიტომ ავტომანქანებს და დანგრეული კოტეჯის ნარჩენებს - ხის ფიცრებს ეჭიდებოდნენ. ამ მდდგომარეობაში იყვნენ, მინიმუმ, 4 საათი. ყველა ერთი და იგივეს ყვება: იყურებოდნენ ცაში და ელოდნენ ვერტმფრენებს.
ბუნებასთან ბრძოლის კვალი გადარჩენილების სხეულებზე ახლა კარგად ჩანს.
რას ყვებიან შოვის სტიქიას გადარჩენილები ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.