აქტივისტები, არასამთავრობოები და ემიგრანტები - შოვის ტრაგედიამ ყველა გააერთიანა
შოვის ტრაგედიის შემდეგ დაღუპულების და დაკარგულების ოჯახების გვერდით რიგითი მოქალაქეები დგანან. ახალგაზრდებმა ფუნქციები თავად გადაინაწილეს. ნაწილი ტყეში დადიოდა იმ იმედით, რომ მეწყერს გადარჩენილებს მიაგნებდა, მეორე ნაწილი კი დამეწყრილ ტერიტორიაზე ხელჩასაჭიდ ნივთებს ეძებდა, რომ დაკარგულების კვალზე გასულიყვნენ. სოციალურ ქსელში დაწერილი ერთი პოსტით მაშველებისთის და ჯარისკაცებისთვის შეაგროვეს წყალი, საკვები, მედიკამენტები, პლედები. მთელს ამ პროცესში ჩართული არიან ქართველი ემიგრანტებიც.
რას ყვებიან მოხალისეეებივრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.