18 გარდაცვლილი, 13 იდენტიფიცირებული და 16 დაკარგული - უმძიმესი ცნობები რაჭიდან

06.08.23 20:02
18 გარდაცვლილი, 13 იდენტიფიცირებული და 16 დაკარგული - უმძიმესი ცნობები რაჭიდან

 

 

 

დროში გაწელილი სამძებრო სამუშაოები - სტიქიის ზონაში ცოცხლად დამარხული ადამიანების პოვნას მაშველები ვერ ახერხებენ.  დღეს მხოლოდ ერთი გარდაცვლილი იპოვეს.  ის ცხრა წლის ლუკა დუდაშვილი აღმოჩნდა. მეწყერში  დაღუპულებს შორის კიდევ რამდენიმე აარასწრულოვანია, მაგრამ ჯერ მათი იდენტიფიცირება არ მომხდარა.

სტიქიიიდან მეოთხე დღეს გააფართოეს ძებნის არეალი.  დაკარგულებს კინოლოგები, ჯარისკაცები, მაშველები შოვიდან ხუთი კილომეტრის მოშორებითაც ეძებენ. ხელისუფლება კი  ჯიუტად იმეორებს, რომ  სტიქიის  თავიდან აცილება შეუძლებელი იყო, რადგან მეწყრული პროცესები მოულოდნელად გავითარდა.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები