ვის გულგრილობას შეეწირა 18 ადამიანის სიცოცხლე რაჭაში? - "ლელო" გამოძიების დაწყებას ითხოვს
ვის დაუდევრობას და გულგრილობას შეეწირა 18 ადამიანის სიცოცხლე რაჭაში? - "ლელომ" გამოძიების დაწყება ოფიციალურად მოითხოვა. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ სახეზეა, სულ მცირე, სამოხელეო დანაშაული. სისხლის სამართლებრივი დევნა კი არა ერთი ჩინოვნიკის, არამედ სახელმწიფო მოხეელეების წინააღმდეგ უნდა დაიწყოს.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პასუხია გასაცემი სამ მთავარ კითხვაზე: რატომ არ ითხოვა ღარიბაშვილის მთავრობამ პარტნიორი ქვეყნების დახმარება, რატომ არ დაიწყო სამძებრო სამუშაოები პირველივე ღამეს, როცა მეწყერში მოყოლილების ცოცხლად ამოყვანის დიდი შანსი იყო და ბოლოს, რატომ არ გვაქვს მონიტორინგის სისტემები?
ოპოზიცია ეჭვობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მეგობარი სახელმწიფოების დახმარებაზე უარი სისტემური შეცდომების გამოაშკარავების შიშით თქვა.
ოპოზიციური პარტიის მოთხოვნას პროკურატურა დუმილით ხვდება.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილი რეპორტაჟში.