სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის გიორგი ყარალაშვილის ცხედარი ამოიცნეს
სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის გიორგი ყარალაშვილის ცხედარი ამოიცნეს. ინფორმაციას თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ავრცელებს, რომლის კურსდამთავრებულიც იყო გიორგი ყარალაშვილი.
ჯერ-ჯერობით ისევ ეძებენ გიორგის დას, სოფო ყარალაშვილს.
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი წარჩინებული კურსდამთავრებულის, გიორგი ყარალაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია, ლექტორებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ერთად, უსამძიმრებს მის ოჯახს, თანაკურსელებსა და მეგობრებს.
ასევე, ვუსამძიმრებთ შოვის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებს." წერს თსუ