საქართველოში დღეს გლოვის დღეა

07.08.23 09:58
საქართველოში დღეს გლოვის დღეა

საქართველოში დღეს გლოვის დღეა. ქვეყანა 3 აგვისტოს შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუეშვეს. დროშები 9 აგვისტოს 00:00 საათამდე იქნება დაშვებული. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებთ, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.  აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი განკარგულება გამოიცა.

გლოვის დღეა 8 აგვისტოც - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად.

მსგავსი სიახლეები