1 დაღუპული და 12 დაშავებული - ოკუპანტებმა ჰერსონში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს
უმძიმესი ღამე ჰეროსნისთვის - ოკუპანტებმა საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. ადიღუპა 1 ადამიანი, აშავდა კიდევ 12 . დაშავებულებს შორის არიან 93 წლის და ბავშვი. ინფორმაციას ჰერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.
მტერი ჰერსონის მშვიდობიან მოსახლეობას ისევ თავს ესხმის. დაიბომბა მრავალსართულიანი სახლი. 1 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 12 დაშავდა, მათ სხვა და სხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. ყველა დაშავაბულ სამედიცინო დახმარება გაეწიათ, - ამბობს რომან მროჩკო.