"ეს ტრაგედია დღესაც გრძელდება" - "ლელომ" შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო

07.08.23 11:32
"ეს ტრაგედია დღესაც გრძელდება" - "ლელომ" შინდისის გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო

აგვისტოს გმირებს იხსენებენ მთელ საქართველოში. შინდისში გმირების მემორიალთან "ლელოს" ლიდერები ჩავიდნენ. მათ ომში დაღუპული მებრძოლების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

პარტიის ლიდერმის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ბრძოლა რუსეთის ფედერაციის წინააღმეგ ახლაც გრძელება, რადგან საქართელოს 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია, ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები კი ყოველდღიურად ირღვევა. 


დღეს შესრულდა 15 წელი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, აქტიური სამხედრო ინტერვენციის დაწყებიდან საქართველოში, რომელსაც მოჰყვა უამრავი მსხვერპლი. ეს ტრაგედია დღესაც გრძელდება, იმიტომ, რომ ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის 20%. დღესაც ჩვენი თანამოქალაქეების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დღესაც ჩვენი თანამოქალაქეები ვერ ახერხებენ, დაუბრუნდნენ თავიანთ საცხოვრისებს, მაგრამ ეს უნდა დასრულდეს. უნდა დასრულდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, მშვიდობიანი ძალისხმევით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით, - განაცხადა ადგილზე „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ. 
 

"ლელოს" წევრი ვატო სურგულაძე კი ამბობს, რომ გმირების ხსოვნამ საზოგადოებას ქვეყნის გაერთიანების მუხტი უნდა მისცეს. 

ეს ბიჭები არის ჩვენი ქვეყნის სინდისი და ისე უნდა მოვიქცეთ, ისე უნდა გავაკეთოთ, რომ, ხომ ნახეთ, 80 წლის შემდეგ დაბადებულია ყველა, ამ ახალგაზრდა ბიჭების სიცოცხლე ისე არ უნდა გავიდეს, რომ ჩვენ ჩვენი ქვეყანა არ გავამთლიანოდ და მარტო დღეს კი არ უნდა გვახსოვდეს, ყოველ დღე უნა გვახსოვდეს და ამ ბიჭების ხსოვნამ უნდა უფრო დიდი მუხტი მოგვცეს იმისთვის, რომ ქვეყანა დავიბრუნოთ, გავაერთიანოთ, - ამბობს ვატო სურგულაძე.  

რუსეთ-საქართველოს ომი ზუსტად 15 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო . 5 დღიან ომს საქართელოს 400-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. 

მსგავსი სიახლეები