გავაფართოეთ ძებნის არეალი, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს - თემურ მღებრიშვილი
რაჭაში, სტიქიის ზონაში ინტენსიური სამძემრო ოპერაცია გრძელდება. ხეობაში მუშაობს ავიაცია, მძიმე ტექნიკა და კინოლოგების ჯგუფი, მაგრამ მაშველები და ჯარისკაცები დაკარგულების პოვნას ვერ ახერხებენ.
ცოტა ხნის წინ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა. მისი თქმით, სამძებრო სამუშაოების არეალი გაფართოვდა.
თემურ მღებრიშვილი ასევე ამბობს, რომ გაოძიება უკვე დაწყებულია და ის ორი მუხლით მიმდინარეობს.
დღეს ვახდენთ არეალის გაფართოებას, ამ წუთებში მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაოები ამ მიმართულებით. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა კონკრეტულ ლოკაციებზე საძიებო სამუშაოები. ამ დილით, გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ეს ცხედრები იქნა ნაპოვნი, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს და ვიმედოვნებთ, როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ. ორი მუხლით არის საქმე აღძღული, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის დროს შეიძლება გადაკვალიფიცირდეს მუხლები. ასე რომ, გამოძიება, რა თქმა უნდა, დაწყებულია, - ამბობს თემურ მღებრიშვილი.
ბოლო ცნობებით, ეძებენ, მინიმუმ, 16 ადამიანს. 18 დაღუპულიდან ნაწილის იდენტიფიცირება ჯერ ვერ ხერხდება. ჭირისუფლები დნმ-ის ანალიზის პასუხს ელოდებიან.