ქართველი ხალხის გვერდით ვართ, ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას - უკრაინის საგარეო

07.08.23 12:36
ქართველი ხალხის გვერდით ვართ,  ვადასტურებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას - უკრაინის საგარეო

აგვისტოს ომის 15 წლისთავთან დაკავშირებით უკრანის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას კვლავაც ადასტურებს.

15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში. საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის ჯარის მიერ. უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით დგას და კვლავაც ვადასტურებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - წერია განცხადებაში.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოშ სამხედრო ინტერვენცია განახორციელა. რუსეთის აგრესიას საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა.  

მსგავსი სიახლეები