"ყურადღება რომ მიექციათ, მგონია, თავიდან ავიცილებდით ამ ტრაგედიას" - რას ამბობს ონის მოსახლეობა
რას ამბობენ რაჭის მცხოვრებლები შოვის ტრაგედიაზე - "პირველები" ონის მოსახლეობას ესაუბრა. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო თუ ხელისუფლება უფრო ფხიზლად იქნებოდა. ყველა მათგანი ახლა გამოზიების დასრულებას ელოდება, თუმცა უჭირთ იმის პროგნოზირება, რამდენად ობიექტური დასკვნა შეიძლება დადოს.
სხვა დროსაც მომხდარა მსგავსი რაღაცეები და თუ ამას მიაქცევდნენ ყურადღებას, მე მგონია, რომ თავიდან ავიცილებდით ამ დიდი უბედურებას. ღმერთმა ქნას, რომ იმუშაონ და აღარ განმეორეს ეს ტრაგედია. კინკლაობას ეწირება ხალხი, ის ამას აბრალებს, ეს იმას აბრალებს, - ამბობს ადგილობრივი.
კიდევ ერთი ადამიანი ამბობს, რომ სტიქიის შედეგად მისი ნათესავების დაიკარგნენ.
ბევრი ნათესავი, ბევრი ნაცნობი, გინდა უცნობი იყოს, ყველა.. გულები გვაქვს გახეთქვაზე, 200 მაქვს წნევა. ამის მერე არც ძილია ჩემთვის, არც მოსვენება. ენით ვერ გამოვთქვამ ამ ტრაგედიას. დაკარგულებს ბევრს ვიცნობდი. ჩემი მაზლისშვილის შვილი, გლოველი გოგო, - ამბობს ონის მკვიდრი.
ერთ-ერთი ადგილობრივი ყვება, რომ შოვში, თავადდ კოტეჯების მფლობელის 9 სულია დაკარგულია.
ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მაშინ გამოჩნდებაო... ვისი კოტეჯებიც იყო, მისი 9 სულია დაკარგული. რომ სცოდნოდა, ხომ არ გამეტებდა არც სხვას და არც თავისიანებს, - ამბობს ადგილობრივი.
რაჭაში, სტიქიის ზონაში ინტენსიური სამძემრო ოპერაცია გრძელდება. ხეობაში მუშაობს ავიაცია, მძიმე ტექნიკა და კინოლოგების ჯგუფი, მაგრამ მაშველები და ჯარისკაცები დაკარგულების პოვნას ვერ ახერხებენ.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ცამოწვა. დაღუპულია 18 ადამიანი, აქედან დეინტიფიცირებულია 14. დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი.