პოლიციელი შოვში შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

07.08.23 14:30
პოლიციელი შოვში შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

გარდაიცვალა პოლიციის მაიორი, რომელიც სტიქიის ზონაში საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა  - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

ირკვევა, რომ 48 წლის კაცი, შეუძლოდ მაშინ გახდა, როცა ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. 

შსს-ს ცნობით, პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული საამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო.

პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს  გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს"- წერს შსს. 

მსგავსი სიახლეები