აგვისტოს ომი და რუსული საფრთხეები - ომის ვეტერანები "ოცნებას" აკრიტიკებენ
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დილიდან ომის ვეტერანებიც მიდიან. აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ ომის მონაწილეები ისევ რუსულ საფრთხეებზე საუბრობენ. ყოფილი მებრძოლები "ქართული ოცნების" პრორუსული პოლიტიკით შეშფოთებული არიან. ომის ვეტერანები "პირველებთან" ინტერვიუში პირდაპირ ამბობენ, რომ ახლა ქვეყნის უიარაღო ოკუპაცია მიმდინარეობს.
7 აგვისტო იყო ის თარიღი, როდესაც საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. 7 აგვისტოს უკვე რუსები შემოჭრილები იყვნენ ცხინვალში და ქართული შეიარაღებული ძალების მხრიდან იქნა საპასუხო ცეცხლი გახსნილი. ის თუ ვინმე ამბობს დღეს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, ყველა მათგანი არის საქართველოს მოღალატე, აუცილებლად დადგება დრო და მათ ყველას მოეთხოვება, დავიწყებ იქიდან, რომ საქართველო არ არის რესტორანი, რომ ჩამოდიან და რაღაც ხინკალი მოსწონთ, მწვადი მოსწონთ და რაღაცა მოსწონთ. მერე, არცერთი მათგანი, ვინც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არ უნდა იქნას ქვეყანაში შემოშვებული, - ამბობს ომის ვეტერანი.
განსაკუთრებით მიუღებელია ომის მონაწილეებისთვის ოკუპაციის კანონის დარღვევის შემთხვევები. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლება საზღვრებზე თავისუფლად ატარებს რუსეთის იმ მოქალაქეებს, ვინც აფხაზეთსა და ცხინვალში საქართველოს გვერდის ავლითაა ნამყოფი.
ოკუპაციის კანონის დამრღევი არავინ უნდა შემოვიდეს არც რუსეთის მოქალაქე და არც სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოში. ბევრი რუსი შემოდის, რუსეთის მოქალაქე, ვინც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასეთი ადამიანები არ უნდა იყვნენ საერთოდ საზღვარზე შემოშვებულები და სამწუხაროა, დრევანელი ხელისუფლების პოზიცია, რომ რუსეთთან ვითომ ალაგების პოლიტიკით უშვებენ რუსეთის ამდენ მოქალაქეს, - ამბობს ომის კიდევ ერთი მონაწილე.
15 წლის წინ 7 აგვისტოს რუსეთმა საქართელოზე სამხედრო ინტერვენცია განახორციელა. რუსულ აგრესიას საქართელოს 400-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა.