ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, 41 გრადუსს მიაღწიოს - სინოპტიკოსების გაფრთხილება

07.08.23 16:09
 ჰაერის ტემპერატურამ, შესაძლოა, 41 გრადუსს მიაღწიოს - სინოპტიკოსების გაფრთხილება

მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა) - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების ცნობით, ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37, 39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 39, 41◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 33, 38◦C, მაღალმთაში 28, 33◦C მდე მოიმატებს.

„მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელმშემწყობ პირობებს წარმოადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები