რატომ არ მისცა სამაშველო ოპერაციისთვის ივანიშვილმა ვერტმფრეფენები სახელწიფოს?

07.08.23 17:15
რატომ არ მისცა სამაშველო ოპერაციისთვის ივანიშვილმა ვერტმფრეფენები სახელწიფოს?

სად არის ბიძინა ივანიშვილის ვერტმფრენები? - "პირველები" დაინტერესდა, სთხოვა თუ არა სახელმწიფომ დახმარება რაჭის სტიქიის დროს ოლიგარქის ავიაკომპანიას. ავიასერვისის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ავიასერვისი 5-მდე საფრენ აპარატს ფლობს, თუმცა 3 აგვისტოდან დღემდე სამაშველო ოპერაციიისთვის ბიძინა ივანიშვილის ავიკომპანიას სახელმწიფოსთვის დახმარება არ გაუწევია. 

კომპანიის დირექტორი  "პირველებს" უდასტურებს, რომ არც ტყის ხანძრების დროს, როცა მეზობელი ქვეყნებიდან ავიაცია ვითხოვეთ და არც გუდაურში დატრიალებული ტრაგედიისას, არასდროს ივანიშვილის ვერმფრენები ხალხის დასახმარებლად არ გაფრენილა. 

ალეკო ტყმელაძე დღეს ამტკიცებდა, რომ სამაშველო ოპერაციაში ივანიშვილის ვერტმფრენების ჩართვის საჭიროება არ არსებობდა. ამასთან, ტყემალაძემ თქვა, რომ ახლა ივანიშვილის განკარგულებაში მხოლოდ ერთი ვერტმფრენია. 

რატომ? რაში იყო საჭირო? არაფერი არ სჭირდებოდათ, რაც გამოიყენეს, საკმარისი იყო. თუ დასჭირდებათ, მაგ დროის შეიძლება მოგვმართონ, მაგრამ საწიროება არ იყო და რატომ მოგვმართავდნენ? მირვას ვერტ,ფრენები უკრაინაში გადავაფრინეთ, რამდენი ხანია. კერძო ვერტ,ფრენები გვყავს ჩვენ მარტო. ის ძველ ვებგვერდია, როესაც ის „მირვები“ ჩვენთან იყო. ერთი ვერტმფრენი გვყავს მარტო კერძო, - ალეკო ტყემალაძე.

ინფორმაციის გადასამოწმებლად "პირველები" დიდ ლილოში, ავიაპარკში მივიდა. ადგილზე სამი რუსული წარმოების ვერტმფრენი იდგა, მათ შორის ერთ-ერთი "მირვაა". ამის მიუხედავად, ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, რომ ვერტმფრენები, რომლებსაც 24 საათიან რეჟიმში დარაჯობენ, მწყობრიდან არის გამოსული და გამოუსადეგარია. 

რითი უნდა დაეხმარონ, ამ დაშლილი ვერტმფრენებით? მუშა მდგომარეობაში არცერთი არ გვყავს. რა უნდა ღამის ხედვით „ვერტალიოტს“ ჩვენთან, დაშლილია, - თქვა ადმინისტრაცისი წარმომადგენელმა. 

ოპოზიცია კი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საკუთარ საჭიროებებზე ფიქრობს და ხალხის პრობლემებით არ ინტერესდება.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს რამდენიმე ვერტმფრენი, თუმცა არასდროს, მსგავს სიტუაციაში, სტიქიური უბედურებების დროს არ ყოფილა მისი მხრიდან შეთავაზება, რომ სახელმწიფოს და ხალხს დახმარებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მის ზებრას რომ რაიმე წამოსტკივოდა, ამ ვერტმფრენებს გამოიყენებდა, მაგრამ როდესაც ხალხს, ქვეყანას სჭირდება, ის ამას არ აკეთებს. ამით კიდევ ერთხელ კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მიმართ, - ამბობს ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე. 

"ლელოს" წევრი თამზ დათუნაშვილი კი ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის სხვა და სხვა უწყებები ასეულობით მილიონ ლარს ძვირადღირეულ ავტომობილებში ხარჯავენ, ერთი შვეულფრენის საყიდლად თანხა ვერ გამონახეს. 

ბიძინა ივანიშვილი არის ბიზნესით დაკავებული, იჯარით ახდენს თავის ყველა თავის შვეულფრენით. ერთი თავსიუფალი აქვს. მთავარი კითხვა არის, რომ თუ სხვებს მოუწოდებ, რომ თავისი ვერტმფრენები გამოიყენოს ამ საქმეში, რატომ არ აკეტებ ამას შენ თვითონ, გაუგებარია, როდესაც ვიცით თან ამ კაცზე მთელი ლეგენდა, რომ 4 მლრდი იხარჯება ამ ქვეყნისთვის მისი ჯიბიდან. აი, ეს სჭირდებოდა ქართველ ხალხს და ის არ გამოიყენა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარი პრობლემა მაინც არ არის აქ, მთავარი პრობლემა არის იქ, რომ რამდენიმე ასეული მლნ-ის ავტმობილების შესწყიდვას ახორციელებს, მაგალითად, შსს, მათ შორის, პრემიერ კლასის ავტომობილებს ყიდულობს და 25 მლნ ლარი ვერ იპოვა იმისთვის, რომ სამაშველო სამსახურს შვეულმფრენი ჰქონდეს, მინიმუმ, ერთი, - ამბობს დათუნაშვილი.

ცნობილია, რომ ოლიგარქი საჰაერო ხომალდებს უცხოეთში აქირავებს.

მსგავსი სიახლეები