18 დაღუპული, 14 იდენტიფიცირებული, 16 დაკარგული - შოვში სამძებრო სამუშაოები ჩიხშია შესული

07.08.23 20:01
18 დაღუპული, 14 იდენტიფიცირებული, 16 დაკარგული - შოვში სამძებრო სამუშაოები ჩიხშია შესული

გლოვის დღე საქართველოში -  18 დაღუპული, 14 იდენტიფიცირებული, 16 დაკარგული. ტრაგედიის ეპიცენტრიდან მონაცემები მეორე დღეა არ შეცვლილა.  შოვში სამძებრო სამუშაოები ჩიხშია შესული. დღე ისე სრულდება, რომ  სტიქიის ზონაში ერთი ადამიანიც კი ვერ ნახეს. ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა.    სამუშაო არეალი გაფართოვდა, მაგრამ მოქალაქეების კვალს მაინც ვერ აგნებენ. 

სტიქიის ზონაში დღეს კიდევ ერთი მსხვერპლი იყო. გულის შეტევით შს სამინისტროს თანამშრომელი გარდაიცვალა, რომელიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა.  რატომ ვერ მოხერხდა მირიან ჭელიძის გადარჩენა.   გარდაცვლილის ახლობლები საუბრობენ იმის შესახებ, რომ  ადგილზე  ექიმები არ იყვნენ, ვინც მამაკაცს პირველად დახმარებას აღმოუჩენდა. 

ადასტურებენ თუ არა ამ ინფორმაციას ოფიციალურად?- გაიგეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის ჩართვიდან

მსგავსი სიახლეები