რატომ 7 და არა 8 აგვისტო - თარიღი ერთი დღის განსხვავებით, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ისტორიული და პოლიტიკური დატვირთვა აქვს
რატომ 7 და არა 8 აგვისტო - თარიღი ერთი დღის განსხვავებით, რომელსაც უმნიშვნელოვანესი ისტორიული და პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ომი დაიწყო 7 აგვისტოს!
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა როკის გვირაბის გავლით სწორედ ამ დღეს გამთენიისას გადმოკვეთეს საქართველო საზღვარი და თავს დაესხნენ ქართულ სოფლებს. დილის 9 საათზე ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა ყველა მტკიცებულება, მათ შორის სატელეფონო ჩანაწერები იმის შესახებ, თუ როგორ და სად უნდა დაწყებულიყო რუსული არმიის შტურმი.
ნული, ქურთა, თამარაშენი, ზემო ფრისი, შავშვები - ეს ის სოფლებია, რომლებიც 7 აგვისტოს დილით უკვე რუსული არტილერიით იბომბებოდა. საქართველოს ხელისუფლებამ განგაშის სიგნალი საერთაშორისო პარტნიორებს გაუგზავნა, თუმცა ქართული სოფლების შტურმი არ წყდებოდა. საღამოს 11 საათზე კი როკის გვირაბი უკვე რუსული არმიის და მძიმე ტექნიკამ მეორე ნაკადმაც გამოიარა. 8 აგვისტოს გამთენიისას ქართული მხარე უკვე იძულებული იყო საკუთარი მოსახლეობის დასაცავად საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.
ნატა ქაჯაია სპეციალურად რვიანისთვის ქრონოლოგიურად მოგვიყვება რა ხდებოდა 7-8 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე