მიწაში ჩაფლული ადამიანის განწირული ხმა გვესმოდა - სიკვდილს სასწაულით გადარჩენილები შოვიდან
"მიწაში ჩაფლული ადამიანის განწირული ხმა გვესმოდა" -სიკვდილს სასწაულით გადარჩენილები პირველებთან უმძიმეს წუთებს იხსენებენ.
ამბები შოვიდან ერთმანეთზე უფრო მეტად ემოციურია. საკუთარი თვალებით უყურებდნენ, როგორ მარხავდა ცოცხლად ადამიანებს მოვარდნილი ღვარცოფი. იბრძოდნენ საკუთარი და სხვების სიცოცხლის გადასარჩენად. ეჭიდებოდნენ ბოლო იმედს, რომ სამშვიდობოს გასულიყვნენ. ღვარცოფში ჩაფლულები შენობის სახურავზე ასული მამაკაცის მითითებას ელოდნენ, თუ საით უნდა გადაადგილებულიყვნენ