უმძიმესი ფაქტი ფოთში - ზღვაში ორი მოზარდი დაიხრჩო
ფოთში, მალთაყვას სანაპირო ზოლთან პოლიციაა მობილიზებული - "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, ზღვაში ორი მოზარდი დაიხრჩო.
როგორც ადილობრივები "ტვ პირველთან" ყვებიან, ზღვაში სამი მოზარდი შევიდა, აქიდან ერთი გამვლელმა იპოვა და გადაარჩინეს. რაც შეეხება 15 წლის მოზარდს, მისი ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე წუთის წინ ამოიყვენეს.
აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მეორე მოზარდის სამძებრო სამუშაოები.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.