ვითარება რიონის ხეობაში - აქციის მონაწილეებს ,,ენკას" ბაზა პიკეტირებული აქვთ

31.05.21 11:06
ვითარება რიონის ხეობაში - აქციის მონაწილეებს ,,ენკას" ბაზა პიკეტირებული აქვთ

რიონის ხეობაში ვითარება ისევ დაძაბულია. აქციის მონაწილეებს ,,ენკას" საწყობის შესასვლელი პიკეტირებული აქვთ. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დილის 5 საათიდან არიან შეკრებილი. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპანიის ტერიტორიაზე არც ერთ თანამშრომელს არ შეუშვებენ. თუმცა ცნობილი გახდა, რომ "ენკას" თანამშრომლების ტრანსპორტირება პოლიციის მანქანებით ხდება.

გუშინ აქციის მიმდინარეობისას შსს-მ ნამახვან ჰესის მოწინააღმდეგე 2 აქტივისტი დააკავა, ერთ-ერთი მათგანი მალევე გათავისუფლდა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები