რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

08.08.23 10:41
რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, - განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთდა. 

პრესსპიკერი, მეთიუ მილერი ამბობს, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. 

ვფიქრობ, გარკვევით განვაცხადეთ სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ის, რასაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაცხადებთ, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. გავაგრძელებთ, მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ამ პოლიტიკის მიმართ", - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

მსგავსი სიახლეები