მძიმე ამბები სტიქიური უბედურების ზონიდან - რაჭაში გარდაცვლილებს შორის კიდევ ორი ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა
მძიმე ამბები სტიქიური უბედურების ზონიდან - რაჭაში გარდაცვლილებს შორის კიდევ ორი ცხედრის იდენტიფიცირება მოხდა. ოჯახის წევრებმა დედა-შვილი ამოიცნეს. 20 წლის მარიამ მაისურაძე და შორენა ბერბიჭაშვილი-შოვში დასასვენებლად იმყოფებოდნენ.
მარიამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველბა.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი, კარგი მეგობარი და ადამიანი, მარიამ მაისურაძე, რომლის ოცნებები და მომავალი მისსავე საყვარელ, რაჭის მთებში დარჩა.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუნდეტური თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოვთქვათ და ვუსამძიმრეთ მარიამისა და ყველა გარდაცვლილის ოჯახს", - წერს თვითმმართველობა.
რაც შეეხება 49 წლის შორენა ბიჭაშვილს, მისი იდენთიფიცირევის შესახებ ცნობები "ინფო რუსთავს" გარდაცვლილი ქალის მეუღლემ დაუდასტურა:
"ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლეს დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემ გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი რომ ჩემია. ასე, რომ ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს", - განუცხადა "ინფო რუსთავს" დავით მაისურაძემ.