დღე მეექვსე - სტიქიის ზონაში მაშველებს არც ცხედარი და არც ცოცხალი ადამიანი არ უპოვიათ

08.08.23 11:41
დღე მეექვსე - სტიქიის ზონაში მაშველებს არც ცხედარი და არც ცოცხალი ადამიანი არ უპოვიათ

შოვში, სტიქიის ზონაში, მეექვსე დღეა, სამაშველო ღონისძიება გრძელდება - რამდენიმე წუთის წინ, დამეწყრილ ტერიტორიაზე, მედია შეიყვანეს. სურათი უმძიმესია, ყველაფერი მიწაშია ჩაფლული. 

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მერაბ გამყრელიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის მაშველებს არც ცხედარი და არც ცოცხალი ადამიანი არ აღმოუჩენიათ. 

მისი თქმით, დღეს ახალი ლოკაციის დამუშავება დაიწყება. 

როგორც სიღრმით, ასევე ფართობის მასშტაბით, საკმაოდ რთულ ლოკაციას ვიწყებთ. რელიეფის მოხაზულობა განსაზვრავს იმის რისკს, რომ იქ შესაძლებელია, იყოს რაიმე ჩვენთვის საინტერესო. ავტომობილები, ან სამწუხაროდ, ცხედარი შეიძლება იყოს. ამის მოლოდინი არის"- ამბობს გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები