მძიმე ამბავი შოვიდან -მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს, აღმოჩენილია ცალკეული ცხედრის ფრაგმენტი

08.08.23 11:58
მძიმე ამბავი შოვიდან -მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს, აღმოჩენილია ცალკეული ცხედრის ფრაგმენტი

სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა - როგორც "პირველების" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება,  დაღუპული ქალია. ასევე ნაპოვნია ასევე სხვა ცხედრის ფრაგმენტი. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ცხედარი მდინარის კალაპოტში იპოვეს.

ნაპოვნია, მდედრობითი სქესის ადამიანის ცხედარი, ასევე ნანახია ადამიანის ცალკეული ფრაგმენტი. შეიძლება ითქვას, რომ იმ ლოკაციაზე სადაც აღმოჩენილია ფრაგმენტი და ადამიანის ცხედარი, აქტიური სამუშაოების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი. მიმდინარეობს კონკრეტულ ლოკაციაზე დამატებითი მობილიზება, რათა უფრო მეტად გავაფართოვოთ ძებნა-შველის არეალი. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებაზე საუბარი ნაადრევია“,-აღნიშნა მღებრიშვილმა.

შოვში, სტიქიის ზონაში, მეექვსე დღეა, სამაშველო ღონისძიება გრძელდება - ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 16 ადამიანს ეძებენ.

მსგავსი სიახლეები