"ძაღლიც კი აღარ ჰყეფდა სოფელში" - ადამიანები, რომლებმაც აგვისტოს ომს თვალებში ჩახედეს
ადამიანები, რომლებმაც აგვისტოს ომს თვალებში ჩახედეს სისხლიან დღეებს იხსნებენ და ომის 15 წლისთავზე ისევ ისე ძლიერად სტკივათ თითოეული ადამიანის დაღვრილი სისხლი და ნასახლარად ქცეული თავისი სახლი ენატრებათ.
ყველა ჭურვმა ჩვენს თავზე გადაიარა. ჯარმა ჩვენს თვალწინ გაიარა. დახოცილები, დაჭრილები, პანიკაში ვიყავით. მთელი სოფელი დაიცალა, ძაღლიც კი აღარ ჰყეფდა სოფელში. საშინელი დღეები გადავიარეთ. ჩემი სახლი დაწვეს". - ამბობს აგვისტოს ომს გამოვლილი ქალბატონი.
ამ წუთებში, გორში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.
15 წელია რუსეთი მცოცავ ოკუპაციას აგრძელებს და საქართველოს შუაგულში მავთულხლართებს ავლებს.