ფაქტებით ვსაუბრობთ! - გეოლოგი "ოცნების" თავდასხმებს პასუხობს

08.08.23 13:16
ფაქტებით ვსაუბრობთ!  - გეოლოგი "ოცნების" თავდასხმებს პასუხობს

თეა გოდოლაძის შემდეგ ხელისუფლების ბრალდებებს კიდევ ერთი გეოლოგი, ლაშა ხუციშვილი პასუხობს. სწორედ მან გაშიფრა სატელიტის ფოტოები და ამბობდა, რომ მდინარეს კალაპოტი 6-ჯერ მაინც ჰქონდა გაფართოებული.

ლაშა ხუციშვილის თქმით, მცდარი ინფორმაცია არ აგვურცელებია და თუ ამას ქართელი გეოლოგები არ იტყოდნენ, ამას საერთაშორისო მეცნიერები იზამდნენ. 

მხოლოდ იმას ვსაუბრობდით, რაც ფაქტებით გვქონდა დადასტურებული, ვამბობდით, რომ ამის ფაქტები არ გვაქვს, უბრალოდ, სცენარია. აქ რა არის გასაჩუმებელი, რა ნაწილია გასაჩუმებელი არ ვიცი ანუ ღია მონაცამია. საქართველოში თუ არავინ იტყვის, სხვა ქვეყნის მეცნიერები იტყვიან. ეს ინფორმაცია არ არის, ეს არის, უბრალოდ, ჩამოთვლა შესაძლო ვარიანტების, - ამბობს ხუციშვილი.

პარლამენტის თავმდჯომარემ დღეს თქვა, რომ რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით გეოლოგები "პანიკას ტეხენ". 

მსგავსი სიახლეები