"ცარილ საფლავს დავტირი", "შვილი წამებით მოკლეს" - შვილმკვდარი დედები მუხათგვერდის სასაფლაოდან
დილიდან ძმათა სასაფლაოზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ოჯახის წევრებიც იმყოფებიან. ადგილზე იმყოფებოდნენ გმირულად დაღუპული გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრები, ასევე არჩილ ტატუნაშვილის დედა. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთი მტერია, საქართველოს გაერთიანებისთვის მებრძოლი ქართველი გმირების თავგანწირვა კი ქვეყანამ არასდროს უნდა დაივიწყოს.
დაღუპული გმირების ოჯახებმა დღეს 2008 წლის ომი და აგვისტოს დღეები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
წავიდა და დაიკარგა, არც ცოცხალი ვიცი, არც მკვდარი, ცარიელ საფლავს დავტირი, რომ მოვდივარ აქ, მგონია, რომ ვპოულობ ჩემ შვილს და გულს ვიოხებ, - ამბობს შვილდაკარგული დედა.
კიდევ ერთი გმირის ოჯახის წევრი ამბობს, რომ ქართველი მებრძოლი რუსების ბრძანებით ოსებმა წამებით მოკლეს.
2008 წლის 8 აგვისტოს ის ტყვედ აიყვანეს და შემდეგ წამებით მოკლეს. ოსებმა აიყვანეს ტყვედ და რუსების ბრძანებით მოკლეს, - ამბობს მოქალაქე.
მომხდარს კიდევ ერთი შვილდაკარგული დედა იხსენებს.
ზოგი ამბობს, სნაიპერმა მოკლაო, ზოგის ამბობს, დაბომბვის დროს დაიჭრა და დაიღუპაო. გაზეთები წერდნენ, ერეკლე ყულვაშვილი და კაპიტანი ალექსანდრე თანდაშვილი ხვიჩა და გოჩასავით ეყარნენო, - ამბობს გმირის დედა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართელოში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა. რუსსულ აგრესიას საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა.