მედვედევის განცხადება აგვისტოს ომზე - რას ამბობს ექს პრეზიდენტი?
2008 წელს შეერთებულ შტატებსა და მის ვასალებს აშკარად აკლდათ გამოცდილება - რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების თავმჯდომარის მოადგილე აგვისტოს ომზე საუბრობს. დიმიტრი მედვედევი ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთმა "ცხინვალზე თავდასხმას სწრაფად და გადაჭრით უპასუხა".
ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სწრაფად და მკაცრად დასაჯეს ნაციონალისტები ხუთ დღეში. ჩვენ მტრისგან დავიცავით ჩვენი ხალხი, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა. მათ ახალ სახელმწიფოებს რუსეთის მხარდაჭერით გავითარების შესაძლებლობა მისცეს, – განაცხადა მედვედევმა.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა. რუსულ აგრესიას საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. ოსმა სეპარატსიტებმა ტყვედ 40-მდე ქართელი მებრძოლი აიყვანეს, რომლებიც რუსები ბრძანებით წამებით მოკლეს.