იზრდება ტყის ხანძრების რისკი - საგანგებო მოსახლეობას აფრთხილებს
იზრდება ტყის ხანძრების რისკი - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაცნობეთ, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება. რა დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი.
ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში.
აღნიშნული ინფორმაციის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ მოქალაქეებს", - წერია განცხადებაში.
შენიშვნა: ფოტო არქივიდან