ჩემი შვილების გვამებიც კი არ არსებობს - აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულების მამა
აგვისტოს ომის 15 წლისთავი გორში - ძმათა სასაფლაოზე ხალხმრავლობაა. მოსახლეობამ ომში დაღუპულ გმირებს მიაგო პატივი, გვრგვინებით შეამკეს ძმები რომელაშილების მემორიალიც.
ომში გმირულად დაღუპულების მამას აგვისტოს მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენა.
როცა რუსეთი შემოგვესია, იძლებულები ვიყავით ჩვენ, დაგვეცვა, მითუმეტეს, ჯარისკაცებს უნდა დაეცვათ ჩვენი სამშობლო. ამიტომ, ბრძოლაში სხვებთან ერთად ჩემი შილებიც ჩაერთნენ. 7-ში გავიდნენ აქეან, სატანკო ბრიგადას ემსახურებოდნენ, მთლიანად ბატალიონი წავია ცხინვალის მისადგომებთან. ვაჟკაცურად იბრძოლეს და დაიღუპნენ იქ. ისინი იყვნენ ცხინვალელები და ცხინვალში დარჩნენ. იმათი გვამები ახლაც არ არსებობს, უბრალოდ, საფლავებია თბილისში, - ამბობს რომელაშვილების მამა.
ცოტა ხნის წინ ომში გმირულად დაღუპულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა გამართა.
ადგილზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებშიც ესწრებოდა.
თეა ახვლედიანმა "ოცნების" რუსული ნარატივი გაიმეორა და თქვა, რომ ომის არა 7, არამედ 8 აგვისტოს დაიწყო.
სხვაგვარი პოზიცია აქვთ ადამიანებს, რომლებმაც რუსული აგრესია საკუტარ თავებზე გამოსცადეს. გორელები და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ დაძაბული ვითარება და რუსული პროვოკაციები აგვისტოს პირველივე რიცხვებიდან შეინიშნებოდა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთმა საქართველოში სამხედრო ინტერვენცია განახორციელა. რუსულ აგრესიას საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. ოსებმა ტყვედ 40 ქართელი მებრძოლი აიყვანეს, რომლებიც რუსების ბრძანებით წამებით მოკლეს.
აგვისტოს ომის შედეგად 150 ათასზე მეტი ადამიანი უსახლ-კაროდ დარჩა.