ტრაგედია ბორჯომში - მტკვარში 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

08.08.23 15:53
ტრაგედია ბორჯომში - მტკვარში 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს

ტრაგედია ბორჯომში - სოფელ ჩითახევში, მდინარე მტკვარში 60 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს.

ცხედარი თვითმხილველებმა მტკვრის პირას არსებული საჯომარდო ბანაკიდან შენიშნეს და 112-ს შეატყობინეს.

კაცის ცხედარი ამოცნობილია, ის ადგილობრივს ეკუთვნის. 

გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები