236 მლნ პოლიტიკური ერთგულებისთვის - რა უჯდება მოსახლეობას მმართველი პარტიის პარტაქტივის შენახვა
236 მლნ ლარი - ეს თანხა უჯდება "ქართულ ოცნებას" პარტაქტივის დასაქმება, რომელსაც ხალხის ფულით უხდის. კიდევ უფრო ძვირი უჯდება მთავრობას საჯარო სამსახურებში კონკურსის გარეშე დასაქმებული ადამიანების ხელფასები, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, პროპაგანდის გავრცელებისთვის იყენებს. გასულ წელთან შედარებით, ეს ციფრი 41 მლნ-ით გაიზარდა.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ "ოცნება" შტატგარეშე მათ მხარდამჭერებს ასაქმებს. "ლელოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მიერ დასაქმებული ადამიანების ვინაობა და თანამდებობები უცნობია, რაც უფრო მეტ ეჭვს ბადებს.
ვინ რას აკეთებს ანუ არც თანამდებობა ვიცით, არც პიროვნება ვიცით, ვინ არის. ძირითადად, ვიცით ხოლმე, რომ მაგალითად, ისეთ მუნიციპალიტეტებშ, როგორიცაა ონი და ამბროლაური , რომელიც ახლა სტიქიით დაზარალდა, ბიბლიოთეკარებს ჰყავთ 4 და 5 ასისტენტები. აი, ეს არის. მაგრამ, მაგალითად, არცერთ ასეთ რაიონში არ გვყავს არც გეოლგები, არცერთი ჰიდროლოგი, არცერთი ტრავმატოლოგი. უნდა ველოდოთ, რომ 2024 იქნება კიდევ უფრო მეტი. ინფლაცია თავის როლს თამაშობს, მაგრამ მთავარი მიზ არის ერთი, რომ საარჩევნო წელს ყველაზე მეტი საშტატო ადამიანი ჰყავეთ მიბმული ანუ პარტაქტივი ჰყავდეთ სახელმწიფო ხარჯზე დასაქმებული, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
დასაქმების მსგავს ფაქტებზე საუბორბს "აიფაქტის" ჟურნალისტი ნანუკა ბრეგაძეც.
ჩვენც ვნახეთ მაგალითი, როესაც ერთი დიდი ორგანიზაციის, მაგალითად, მტავარი სპეციალისტის საკრეულოს მეუღლე იყო, კონკრეტული მაღალჩინოსნის ბიძაშვილის შვილისთვის შექმნილი ორგანიზაციები და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია არსებობს, ესეც აიპია, იმერეთის დანიშნულების ადგილი მართვის ორგანიზაცია, რომელსაც 2019-20 წლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტმა სულ მისცა დაახლოებით 21 ათასი ლარი და საბოლოოდ, როდესაც აუდიტის სამსახური იქ შევიდა, ამთ ვერ დაადასტურეს აი, ამ 21 ათას ლარად მერიამ რა სარგებელი მიიღო, - ამბობს ბრეგაძე.