თელავში მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

10.03.21 11:56
თელავში მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თელავში მშობლებისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. თელავის რაიონულმა სასამართლომ 28 წლის ალექსანდრე აბრამიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.

სხდომაზე დაკავებულის უფლებადამცველმა მოსამართლეს აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობით მიმართა.ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გარკვეული სახის ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რაც სიცოცხლისთვსი საშიშია. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. 

შემთხვევა თელავში 7 მარტს მოხდა. მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით  ოჯახის წევრები მოკლა.

 გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრების მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.