მაშველებმა დღეს კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ნახეს - სტიქიის ზონაში სამუშაოები ჩიხში შედის
19 გარდაცვლილი შოვში - მაშველებმა დღეს კიდევ ერთი ცხედარი ამოიტანეს და მიაგნეს ადამიანის სხეულის ფრაგმენტებს, რომელიც ისეა დაზიანებული, რომ მისი იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. რამდენიმე მილიონი კუბური მეტრი მიწიდან ჯერ მძიმე ტექნიკას ამოაქვს ტალახის მასა და შემდეგ მაშველები ნიჩბებით შეირაღებულები იქ ადამიანების ეძებენ. სამძებრო ოპერაცია რვა სახვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს.
განსაკუთრებული მობილიზებაა იმ კოტეჯების ტერიტორიაზე, რომელიც მოვარდნილმა ღვარცოფმა მიწასთან გაასწორა. არსებობს ვარაუდი, რომ ყველაზე მეტი ადამიანი სტიქიის დროს სწორედ ამ ადგილზე იმყოფებოდა. რაც უფრო მეტი დრო გადის, სამუშაოები ჩიხში შედის და სტიქიის ზონაში ადამიანების პოვნაც სულ უფრო რთულდება.
ვრცლად ნახეთ რლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.