დაგვიანებული რეაქცია თუ უპასუხისმგებლობა? - ხელისუფლება ძებნა-შველის ცენტრის გახსნას 3 წლის წინ გეგმავდა

08.08.23 20:16
დაგვიანებული რეაქცია თუ უპასუხისმგებლობა? - ხელისუფლება ძებნა-შველის ცენტრის გახსნას 3 წლის წინ გეგმავდა

 

 

დაგვიანებული რეაქცია  თუ  ხელისუფლების უპასუხისმგებლობა?  - „პირველების“ ხელშია  ოფიციალური დოკუმენტები, რითაც დასტურდება,  რომ ჯერ კიდევ სამი წლის წინ მომზადებული იყო პროექტი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში სამაშველო ვერტმფრენების სადგომი და სამაშველო ოპერაციის საგანგებო შტაბი უნდა აშენებულიყო. თუმცა,  ეს ამბავი იქვე დასრულდა. პროექტი მთავრობამ დიდი ხნით თაროზე  შემოდო.

პროექტის არსებობა რაჭაში დატრიალებული ტრაგედიიდან მეორე დღეს მოულოდნელად გაახსენდათ. 4 აგვისტოს სამუშაო დღის ბოლოს  ბიუჯეტში  22 მილიონი გამოძებნეს და დაანონსეს, რომ მალე ვერტმფრენების ანგარსაც ააშენებენ  და საგანგებო შტაბის შენობასაც.  

სად იყვნენ სამი წლის  განმავლობაში?  კითხვა „პირველებმა“  ყველა შესაბამისს უწყებას გაუგზავნა, თუმცა ყველგან პასუხად დუმილი მიიღო.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 
 

მსგავსი სიახლეები