„პანიკას ტეხენ“ - „ოცნების“ ბრალდებების ადრესატები დღეს გეოლოგები და ჟურნალისტები გახდნენ

08.08.23 20:21
„პანიკას ტეხენ“ - „ოცნების“ ბრალდებების ადრესატები დღეს გეოლოგები და ჟურნალისტები გახდნენ

 

 

„მთის ამბების“ რედაქტორი პარლამენტის თავმჯდომარის ბრალდებებს პასუხობს. გელა მთივლიშვილი, რომელიც სტიქიის პირველი წუთებიდან აქტიურად აშუქებდა შოვში მიმდინარე მოვლენებს, დღეს თავდასხმის მორიგი ობიექტი გახდა. „ოცნება“ მიიჩნევს, რომ ყველა, ვინც ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს, ტერორის კამპანიას უწყობენ.

ჟურნალისტებთან ერთად შავი პიარი დაიწყო იმ მეცნიერების მიმართაც, ვინც ღიად ამბობს, რომ შოვის ტრაგედიის პრევენცია შესაძლებელი იყო. ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი თეა გოდოლაძეა.  საუბარია მრავაწლიანი სტაჟის მქონე სეისმოლოგზე, რომელსაც არა თუ კომპეტენციას უწუნებენ, ხალხის განზრახ პანიკაში ჩაგდებაშიც ადანაშაულებენ.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 
 

მსგავსი სიახლეები