სტიქიის ზონაში ეძებდნენ პირს, რომელიც შოვში საერთოდ არ ყოფილა
სტიქიის ზონაში დაკარგულებს შორის ეძებდნენ პირს, რომელიც, როგორც ირკვევა, შოვში საერთოდ არ ყოფილა. საუბარია გუშინ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს, თბილისში იპოვეს ადამიანი, რომელიც დაკარგულთა სიაში იყო.
მოგვიანებით ინფრასტრუქტურის მინისტრმა განმარტა, რომ ზურაბ ბიბილეიშვილის გვარი დაკარგულთა სიაში შეცდომით მოხვდა.
თქვენ იცით, რომ ჩამოყალიბდა სპეციალური შტაბი უშუალოდ სტიქიასთან დაკავშირებით, შესაბამისი ცხელი ხაზი, შესაბამის შეტყობინების დატოვების შესაძლებლობით. მერიაში მოწყობილ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა შეტყობინება, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან ვერ ხდება კავშირი და ბუნებრივია, რომ ეს შოვთან დაკავშირებული ასპექტი არის.
გაკეთდა შეტყობინება, რომ ვერ ვუკავშირდებით ამა და ამ პიროვნებას. ეს მონაცემები იქნა ჩანიშნული და ავტომატურად აღნიშნული პიროვნება იქნა შეყვანილი დაკარგულთა სიაში, - თქვა ქარსელაძემ.