შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორის გენადი სულთანიშვილიცაა

09.08.23 10:22
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორის გენადი სულთანიშვილიცაა

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორის გენადი სულთანიშვილიცაა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახი ადასტურებს. მათი ინფორმაციით, ცხედარი პროზექტურაში ამოიცნეს. 

გენადი სულთანიშვილი, სოფელ გლოლის მკვიდრი, კოტეჯების სასადილოს მზარეულად მუშაობდა. ასევე იყო ანსამბლ "ბუბას" წევრი. 

შეგახსენებთ, რომ სტიქია შოვში 3 აგვისტოს გავითარდა. დაღუპულია 19 ადამიანი, მათი ნაწილი ჯერ ამოცნობილი არ არის. მაშველები ამ დრომდე კიდევ 13 ადამიანს ეძებენ.

მსგავსი სიახლეები