სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ნახეს
სტიქიის ზონაში მაშველებმა კიევ ერთი ადამიანის ცხედარი ნახეს. მისი იდენტიფიცრება ჯერჯერბით ვერ მოხერხდა. მიცვალებული პროზექტურაში გადაასვენეს.
პარალელურად, სამაშველო ოპერაცია სტიქიის ზონაში ისევ გრძელდება. ძებნის არეალი კიდევ გაფართოვდა. დღეს უფრო მეტი მაშველი მდინარე ჭანჭახზე მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ სტიქია შოვში 3 აგვისტოს გავითარდა. დაღუპულია 20 ადამიანი, მათი ნაწილი ჯერ ამოცნობილი არ არის. მაშველები ამ დრომდე კიდევ 12 ადამიანს ეძებენ.