მეშვიდე დღე შოვის ტრაგედიიდან - რატომ არ ასაჯაროებენ დაკარგულების სიას?

09.08.23 13:22
მეშვიდე დღე შოვის ტრაგედიიდან - რატომ არ ასაჯაროებენ დაკარგულების სიას?

ვის ეძებს შინაგან საქმეთა სამინისტრო შოვში და რატომ არ ასაჯაროებენ დაკარგულების სიას? - ტრაგედიიდან მეშვიდე დღეს მიწის ქვეშ მოყოლილი ადამიანების ოფიციალური მონაცემები არ არსებობს - არცერთ უწყებას მათ შესახებ ზუსტი ცნობები არ გაუსაჯაროებია. შესაბამისად, კითხვა, აქვს თუ არა დაკარგულების რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები სახელმწიფოს პასუხგაუცემელია. 

ცნობისთვის, სტიქიის ზონაში 7 დღის  განმავლობაში ეძებდნენ, კაცს რომელიც-შოვში საერთო არ ყოფილა და თბილისში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 20 ადამიანი ემსხვერპლა. 

მსგავსი სიახლეები