შავი ხვრელი - ინტერნეტში რუსული ანგარიშებიდან ქართულ ანგარიშებზე მოქალაქეებს ფულის შეუზღუდავად გადარიცხვებს სთავაზობენ
გამკაცრებული რეჟიმი ქართული ბანკებისთვის - რუსეთის წინააღმეგ დაწესებული სანქციების გამო ცენტრალური ბანკი კომერციულ ბანკებს ახალ რეგულაციებს უწესებს. იმისთვის, რომ რუსეთის მოქლაქეებმა გვერდი ვერ აუარონ სანქციებს, ნათია თურნავა კომერციულ ბანკებს შიდა კონტროლის სისტემის დანერგვას სთხოვს. შეზღუდვა მხოლოდ ბაკნებს არ ეხება, რეგულაციები ვრცელდება მიკროსაფინსო ორგნაიზაციებზე და სწრაფი ფულადი გადარიცხვების ოპერატორებზეც.
ამის მიუხედავად, ექსპერტებისთვის ჯერ ისევ გაუგებარია, როგორ ებძრვის სახელმწიფო იმ შავ ხვრელებს, რომლითაც რუსეთიდან ფულის გადმორიცხვაა შესაძლებელი. თბილისში ასეთი ათობით ოფისია, რომელსაც ლიცენზია არ გააჩნია და თბილისს და მოსკოვს შორის ფულს ატრილებს.
"პირველებმა" ტელეგრამ არხებს მიაკვლია, სადაც რუსული ანგარიშებიდან ქართულ ანგარიშებზე მოქალაქეებს ფულის შეუზღუდავად გადარიცხვებს სთავაზობენ. საუბარია შემოვლით გზებზე. ასეთია, მაგალითად, კრიპტოვალუტაც.
სწორედ ამ შავი ხვრელების გაკონტროლების აუცილებლობაზე საუბრობენ ექსპერტები და ეკონომისტები. ეკონომისტი ოთარ აბესაძე პირდაპირ ამბობს, რომ ახალი რეგულაცია ვერ იმუშავებს.
საქართველო არის ფინანსური შავი ხრვრელი ევროპის ბაზრისთვის და რუსეთისთის სანქციების თავის არიდების საშუალება, თუმცა ეს პაკეტი, რაც არის მიღებული, არის უფუნქციო, ვინაიდან არსებობს სხვა და სხვა ტიპის გზავნილების საშუალებები, არსებბს კრიპტოვალუტის ინდუსტრია, ანუ საქართველომ უნდა გადახედოს სრულად რუსეთისთვის საფინანსო ბაზრებზე ხელმისაწვდომობა ან რაღც ასეთი ტიპის ჰიბრიდულობა ვერ გამოიწვევს პოზიტივს. ტრანსფერების საშუალოდ 70% მიანც იქნება უკვე სხვა გზებით ანუ კრიპტოინდუსტრიით...ფაქტობრივად, რაც უკვე შემოსასვლელი და გასასვლელი იყო ფული, ეს ოპერაციები ჩატარდა უკვე, შესაბამისად, დღეს უკვე ამ კანონის მიღება, ფაქტობრივად, არარ მოემსახურება რეალობას, ვინაიდან უკვე საკმაოდ დიი რაოდენობის თანხა საქართველოს გავლით „გაირეცხა“, - ამბობს ეკონომისტი ოთარ აბესაძე.
"ლელოს" წევრი საბა ბუაძე კი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები ზედმიწევნით იქნეს შესრულებული.
აუცილებელია ამ რეგულაციების აღსრულება და სწორედ ამ მიმართულებით „ქართული ოცნება“ არის ეჭვმიტანილი არა ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის პარტნიორების სასარგებლოდ მოქმედებაში, არამედ პუტინის რუსეთის ინტერესების გატარებაში, ამიტომაც მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, რომ ეს რეგულაციები, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოსცემს, იქნეს ზედმიწევნით შესრულებული, - ამბობს საბა ბუაძე.