შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა - დაღუპული მოზარდია

09.08.23 14:13
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა - დაღუპული მოზარდია

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, დღეს ნაპოვნია მოზარდის და ქალის ცხედრები. 

ოფიციალური ინფორმაციით, მაშველები სტქიური უბედურების ადგილზე 12 ადამიანს ეძებენ. 

გვამების პოვნის ფაქტი ცოტა ხნის წინ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა დაადასტურა. 

 "პოვნა მოხერხდა ერთი ცხედარი ნანახია უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდის ცხედარია. მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში. ამ დროისთვის არის 21 ცხედარი ნანახი, დარჩენილია 12 ცხედარი, რომლის ძებნაც ამ წუთებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს", - თქვა მღებრიშვილმა.

მსგავსი სიახლეები