შოვში დამონტაჟებული დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო

09.08.23 14:38
შოვში დამონტაჟებული დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო

შოვში დამონტაჟებული დროებითი ხიდი მდინარემ წაიღო, საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით,  ამჟამად სპეციალისტები სტიქიის ზონაში ახალ ხიდს ამონტაჟებენ. 

რაც შეეხება სამძებრო ღონისძიებებ, მინისტრის თქმით, მძიმე ტექნიკამ კალაპოტიდან კოტეჯების სასადილოსთან მისვლა შეძლო.

ჩვენ ახლა ვდგავართ იმ ადგილას, სადაც მეორე დროებითი ხიდი, რომელიც დამონტაჟებული იყო მდინარემ წაიღო და ახლა ვამონტაჟებთ ახალ ხიდს.

მანამდე ამოვიღეთ ის წაღებული ხიდი, შევამოწმეთ, მაგრამ არ ექვემდებარება განმეორებით გამოყენებას. შესაბამისად, ახალი ხიდი იქნა გადმოტანილი უკვე გუშინ,“ - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

მსგავსი სიახლეები