არსებობს დაავადების გავრცელების რისკი - შოვში მაშველები პირბადეებით და სეპცაღჭურვილობით მუშაობენ
შოვში, სტიქიური უბედურების ეპიცენტრში, სამძებრო ოპერაციაში ჩართული მაშველები სპეციალური აღჭურვილობით მუშაობენ - მათ უკეთიათ სამედიცინო პირბადეებიც, რადგან ადგილზე დაავადებების გავრცელებების რისკია. ვითარებას ართულებს ისიც, რომ რაჭაში მაღალი ტემპერატურაა.
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, დღეს ნაპოვნია მოზარდის და ქალის ცხედრები.