თემურ მღებრიშვილი ვერ აზუსტებს, რამდენი ადამიანია გაუჩინარებული სტიქიის შედეგად
რამდენი ადამიანია გაუჩინარებული სტიქიის შედეგად - "პირველებმა" კითხვით სამაშველო სამსახურის უფროსს მიმართა. თემურ მღებრიშვილი კითხვას კონკრეტულად ვერ პასუხობს, თუმცა ფიქრობს, რომ სიის გასაჯაროებისთვი, სავარაუდოდ, ოჯახების თანხმობებს ელოდებიან.
გასაჯაროების შესახებ ინფორმაციას მე ვერაფერს გეტყით, ეს ალბათ უნდა შეთანმხდეს უშუალოდ ჭირისუფლებთან და მათი ნებართვის შემდეგ შეიძლება რომ გასაჯროვეს, თუმცაღა მე ამაზე მეტს ვერაფერს მოგახსენებთ, - ამბობს მღებრიშვილი.
ბოლო მონაცემებით, სტიქიის ზონაში 14 ადამიანს ეძებენ, თუმცა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ტრაგედიიდან მეშვიდე დღეს მიწის ქვეშ მოყოლილი ადამიანების ოფიციალური მონაცემები არ არსებობს - არცერთ უწყებას მათ შესახებ ზუსტი ცნობები არ გაუსაჯაროებია. შესაბამისად, კითხვა, აქვს თუ არა დაკარგულების რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები სახელმწიფოს პასუხგაუცემელია.