112 მოსახლეობას სატყეო ხანძრებზე აფრთხილებს

09.08.23 15:22
112 მოსახლეობას სატყეო ხანძრებზე აფრთხილებს

112 მოსახლეობას სატყეო ხანძრებზე აფრთხილებს - სმს შეტყობინებას მოქალაქეები დილიდან სისტემატურად იღებენ.

გუშინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, უწყება წერს, რომ ტყის ხანძრების რისკი იზრდება და მოსახლეობა ამის შესახებ გააფრთხილა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაცნობეთ, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება.  რა დროსაც განსაკუთრებით იზრდება ტყის ხანძრების რისკი. 
ხანძრის კერის ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში.
აღნიშნული ინფორმაციის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინება დაეგზავნებათ მოქალაქეებს", - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები