დაკარგულების სიის გასაჯაროებაში სირთულეს ვერ ვხედავ - სამაშველო სამასხურის ყოფილი უფროსი

09.08.23 15:28
დაკარგულების სიის გასაჯაროებაში სირთულეს ვერ ვხედავ - სამაშველო სამასხურის ყოფილი უფროსი

სამაშველო სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ გიორგაძე სტიქიის ზონაში დაკარგულების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაში სირთულეს ვერ ხედავს. გიორგაძის განმარტებით, სტიქიიდან 7 დღის შემდეგ დაკარგული ადამიანების ვინაობის და რაოდენობის გახელა პრობლემას არარ უნდა წარმოადგენდეს. 

ჩვენ არასდროს დაგვიმალია, ჩემი პრაქტიკიდან გეუბნებით, რატომ უნდა იყოს პრობლემა? რამდენიმე საათი შეიძლება შეიკავო თავი, სტიქიურ მომენტში, ამისთანა ვითარებაში გვარების და სახელების დდასახელება შეიძლება ვერ მოახერხო, მაგრამ უკვე როცა ჩამოყალიბებული ხარ და უკვე ბევრი რამე გარკვეულია, მე აქ სირთულეს ვერ ვედავ. პირიქით, აი, ფაქტი მოხდა, არასასიამოვნო ფაქტი, ცოცხალ ადამიანს მკვდრად ეძებდნენ. რავიცი, შეიძლება რამდენიმე ასეთიც იყოს. დასავლეთ საქართველოში რომ მდგარიყო ვერტმფრენი, 15-20 წუთში მისწრებულ ვერტმფრენს... მაშინ წარმოვიდგინოთ, შეიძლება ვერ გადაარჩინონ, მაგრამ ეფექტური საშუალება ხომ არის, რომ მივა, ეცდება, ყოველ შემთხვევაში და არავის დარჩება ილუზია, რომ დაიგვიანა და ვერ მივიდა, - ამბობს სამაშველო სამასხურის ყოფილი უფროსი თემურ გიორგაძე. 

ბოლო მონაცემებით, სტიქიის ზონაში 14 ადამიანს ეძებენ, თუმცა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშაა. ტრაგედიიდან მეშვიდე დღეს მიწის ქვეშ მოყოლილი ადამიანების ოფიციალური მონაცემები არ არსებობს - არცერთ უწყებას მათ შესახებ ზუსტი ცნობები არ გაუსაჯაროებია. შესაბამისად, კითხვა, აქვს თუ არა დაკარგულების რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები სახელმწიფოს პასუხგაუცემელია.  

მსგავსი სიახლეები