წმენდა სასაზღვრო პოლიციაში - რას შეეწირა უწყების ორი მაღალჩინოსნის თანამდებობა?

09.08.23 15:47
წმენდა სასაზღვრო პოლიციაში - რას შეეწირა უწყების ორი მაღალჩინოსნის თანამდებობა?

„შაბათს ეთერის“  ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ სასაზღვრო პოლიციაში დიდი წმენდა დაიწყო.  პატაკები იმ ადამიანებს დააწერინეს, ვინც უკანონო დავალებების შესრულებაში "შაბათის ეთერთან"  ყოფილმა მაღალჩინოსანმა  გოჩა ბერიძემ  დაასახელა. საქმე ეხება რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად ქართული პორტების შესაძლო გამოყენებას. 

რეპორტაჟის ეთერში გასვლიდან მალევე კადრების განკარგულებაში გომელაურის უწყებამ გადაიყვანა სანაპირო დაცვის სამსახურის მოადგილე გიორგი ნაყოფია და ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ირაკლი ქარჩხაძე. არადა, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი "შაბათის ეთერთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ  რუსული გემების მიერ სანქციების გვედის ავლის ბრძანება მათ სამინისტროს პირველი პირებისგან მიიღეს.

გოჩა ბერიძე თანამშრომლების გათავისუფლების ფაქტს საკითხის გადაფარვის მცდელობად აფასებს.

სანაპირო დაცვის დეპარტამენტში რა კორუფციული საქმიანობაც ხორციელდებოდა და რა სამშობლოს მოღალატეობრივი საქმიანობაც ხორციელებოდა, ყველაფერი კეთდებოა გიორგი ნაყოფიას მეშვეობით, მისი დავალებით და მისი გარემოცვით, რომლებიც მის გვერდშ იყვნენ. დაწერეს პატაკი სასაზღვრო პოლიციის უფროსის სახელზე ბათუმის სამმართელოს უფროსმა ივანე ქარჩხაძემ და დირექტორის მოადგილემ გიორგი ნაყოფიამ და გათავისუფლებულები იქნენ სამსახურიდან. ეს არის სიტუაციის გადაფარვის მცდელობა. მაგ საკითხს გიორგი ნაყოფია ვერ გადაწყვეტდა. ის, ამ შემთხვევაში, იქნებოდა ერთ-ერთი დაბალი რგოლის შემსრულებელი, - ამბობს- გოჩა ბერიძე. 

ქვეყნიდან წასული ბერიძე "პირველებთან" ასევე ამბობს, რომ საკითხზე პოლიტიკური პასუხისმგბელობა შს მინისტრმა, მისმა მოადგილემ და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა უნდა აიღონ. 

აღნიშნული საკითხის გადამწყვეტი და მფარველი არის, ჩემი აზრით, სასაზღვრო პოლიციის უფროსი ნიკოლოზ შარაძე, შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. სასწრაფოდ დატოვოს თანამდებობა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნიკოლოს შარაძემ. ის, რაც ხდებოდა სანაპირო დაცვის დეპარტამენტში, დარწმუნებული ვარ და მჯერა,რ ომ სასაზღვო პოლიციის უფროსის გარეშე აღნიშნული გადაწყვეტილებები ვერ მიიღებოდა, - ამბობს ბერიძე.

 

მსგავსი სიახლეები